ევროპარლამენტმა რეზოლუციაზე დღევანდელი კენჭისყრით, მხარი დაუჭირა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას, თუკი რუსეთისთვის მისი ჩატარების უფლების მინიჭების უკანონობა დადასტურდება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ევროპარლამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიესალმებიან "ფიფას" აუდიტის კომისიის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ კორუფციული დარღვევების გამოვლინებამ შესაძლოა, ჩემპიონატის რუსეთიდან გადატანა გამოიწვიოს.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ამერიკელი და შვეიცარიელი გამომძიებლები "ფიფას" ფუნქციონერებს შორის კორუფციის საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ.