ბაქოში ევროპული თამაშების დაწყების წინ, რუსმა და უკრაინელმა სპორტსმენებმა იჩხუბეს

ბაქოში ევროპული თამაშების დაწყების წინ, რუსმა და უკრაინელმა სპორტსმენებმა იჩხუბეს

პირველი ევროპული თამაშების დაწყების წინ, ბაქოში რუს და უკრაინელ სპორტსმენებს შორის ინციდენტი მოხდა.

ადგილობრივი მედიასაშუალება "haqqin.az"-ის ინფორმაციით, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩასულ სპორტსმენებს შორის, თავდაპირველად, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც მათ ემოციები ვერ შეიკავეს და დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმეში სამართალდამცველები ჩაერივნენ, რის შედეგადაც ინციდენტი ამოიწურა.

პირველი ევროპული თამაშები "ბაქო-2015" აზერბაიჯანის დედაქალაქში 12-28 ივნისს გაიმართება.