პაატა ბურჭულაძემ ოდესაში იმღერა

პაატა ბურჭულაძემ ოდესაში იმღერა

ოდესაში ახალი მუსიკალური ფესტივალი "Odessa classics" გაიხსნა, რომელშიც ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა. მან საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოში - ქუთაისსა და ბათუმში ორი ოპერა ააშენა და ოდესელები დააიმედა, რომ "სადაც ადამიანები ამაყები და ღირსეულები არიან, იქ შესაძლებელია სასწაულები. "სადაც არის კლასიკური მუსიკა, იქ მომავალიც არსებობს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ოდესის ფილარმონიის კამერულ ორკესტრთან ერთად კი ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ ბორის გოდუნოვის მონოლოგი შეასრულა.

გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მის წარმატებაში წვლილი ოდესის მუსიკალურმა სკოლამაც შეიტანა. "ასე რომ, ნახევრად ოდესელიც ვარ", - განაცხადა მომღერალმა.