ევროპარლამენტმა უკრაინის ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოებასა და ჰააგის ტრიბუნალს მოუწოდა, იმ სამხედრო დანაშაულებების გამოძიება დაიწყონ, რომლებიც ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენების დროს არის ჩადენილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარებმა კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარეს.
ევროპარლამენტმა ასევე დაგმო ყირიმში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რომლებსაც რუსეთის ჯარები ახორციელებენ ნახევარკუნძულის ოკუპაციიდან დღემდე. ასევე, რუსეთს მოუწოდებს, სრულად დაიცვას ყირიმში ადამიანის უფლებები. რეზოლუციით ევროპარლამენტი რუსეთს ასევე მოუწოდეს, შეწყვიტოს ყირიმელი თათრების აღმასრულებელი ორგანოს - მეჯლისის დევნა.