ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანისპრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას, ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.