პროქურთული

პროქურთული "სახალხო დემოკრატიული პარტია" მზად არის ერდოღანის პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის

თურქეთის პროქურთული "სახალხო დემოკრატიული პარტია" მზად არის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიასთან ერთად კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

"სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად ამომრჩვეელთა 13%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი პარლამენტში 80 ადგილს დაიკავებს. პრეზიდენტ ერდოღანის პარტიამ კი ვერ მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა იმისათვის, რომ მან მთავრობის ფორმირება დამოუკიდებლად შეძლოს, ამიტომაც იგი იძულებულია ახალი შემადგენლობა სხვა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბოს.