სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 ყოფილი სპეცრაზმელი ერთ საკანშია მოთავსებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, დამატებით კომენტარს ბრალდებულების ერთად მოთავსების მოტივზე ვერ გააკეთებენ.
"ვადასტურებთ, რომ ბრალდებულები ერთად არიან მოთავსებული", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
ამასთან, მას შემდეგ, რაც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე გამოიყო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიგით სპეცრამელებთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.