სასტუმრო

სასტუმრო "რედისონთან" კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივრები არიან შეკრებილი

თბილისში, სასტუმრო "რედისონთან" პორტულაგიის საფეხბურთო ნაკრების წევრის, კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

ახალგაზრდებს თან აქვთ "რეალის" მაისურები, ფეხბურთელის პლაკატები და ტრანსფარანტები. ისინი საყვარელი ფეხბურთელის სახელს სკანდირებენ და კრიშტიანუ რონალდუსგან ავტოგრაფის აღება სურთ.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ცოტა ხნის წინ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშიდან დაბრუნდა. სასტუმრო "რედისონთან" ფეხბურთელები ავტობუსიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომლის დანახვასაც შეძახილები და არეულობა მოჰყვა.

რამდენიმე გულშემატკივარმა ფეხბურთელ ნანისთან ჩახუტება და მისგან ავტოგრაფის აღება მოახერხა.

შეხლა-შემოხლისას რამდენიმე გულშემატკივარმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. პორტუგალიელი ფეხბურთელები სასტუმროში შევიდნენ. მათი გულშემატკივრები "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირებს მიღმა რჩებიან.