ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელები ერთ საკანში გადაიყვანეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელები ერთ საკანში გადაიყვანეს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელები ე.წ. მატროსოვის ციხეში ერთ საკანში ჰყავთ მოთავსებული. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 7 სპეცრაზმელი, რომელთა საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, სწორედ საქმის გამოყოფის შემდეგ ერთად განათავსეს.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენლებთან ცდილობს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულთა საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე გამოიყო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათთან შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.