შესაძლოა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამინისტრო შეიქმნას

შესაძლოა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამინისტრო შეიქმნას

უმრავლესობის წევრები მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამინისტროს შექმნის იდეით გამოდიან.

როგორც ჟურნალისტებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტი სამინისტროს შექმნას არ გულისხმობს, თუმცა, უწყების შექმნის იდეა უმრავლესობის წევრებს აქვთ.

მისი თქმით, დეპუტატებს წინადადება აქვთ, რომ სპეციალური სახელმწიდო მინისტრის პოსტი შეიქმნას, რომელიც კანონის ასრულებასა და მთის რეგიონების განვითარებას უზრუნველყოფს, ასევე კოორდინირებას მოახდენს სხვადასხვა უწყებებისას.

„ვფიქრობ, რომ ამ ჩვენს წინადადებას მთავრობა  გაითვალისწინებს“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას ითვალისწინებს და მთაში მცხოვრები პირებისთვის გარკვეულ შეღავათებს  აწესებს.