აკეთებდნენ პოლონეთის სამი მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იმ ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება, რომელშიც მაღალჩინოსნები საიდუმლო გარიგებებზე საუბრობენ.
"ბიბისის" ცნობით, მაღალჩინოსნები ვარშავის ერთ-ერთ რესტორანში ფარულად მაშინ ჩაწერეს, როდესაც მსოფლიო ლიდერებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების მისამართით მოურიდებელ კომენტარებს აკეთებდნენ.
ერთ-ერთი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ რადოსლავ სიკორსკი, რომელიც მაშინ საგარეო სქმეთა მინისტრი იყო, ბრიტანეთის პრემიერ დევიდ ქემერონს ევროკავშირის საქმეების მოგვარებაში "არაკომპენტენტურს" უწოდებს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვარშავის აშშ-სთან კავშირი "არაფრის მომტანია". სიკორსკი ჩანაწერებში ვულგარულ გამონათქვამებსაც მიმართავს და ამბობს, რომ პოლონეთის აშშ-ისთან დამოკიდებულება ორალურ სექსს ჰგავს.
სიკორსკი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლონეთის პარლამენტს თავმჯდომარეობდა, უარყოფს მსგავსი სიტყვების გამოყენებას, თუმცა თანამდებობას ტოვებს.
გავრცელებულ ფარული ჩანაწერებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ბართლომეი სენკევიჩი ამბობს, რომ საჭირო იყო ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯომარისთვის მიმართვა, რათა მთავრობას არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა.
აღნიშნული ჩანაწერები ერთ-ერთმა პოლონურმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რასაც მოსახლეობის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის, ფინანსთა და სპორტის მინისტრებმა. მათი გადადგომის შესახებ განცხადებები პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.
"ვიდერე მე ვარ პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ პოლიტიკურ თამაშებს" - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა ევა კოპაჩმა.
პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი. აგორებულმა სკანდალმა კი, მმართველ პარტიას და პრემიერს შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს.