საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს გასულ კვირაში დაავალა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო.
მინისტრთა კაბინეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 24 საკითხს განიხილავენ, რომელთა შორის ერთი საიდუმლოა.