პოლონელმა მაღალჩინოსნებმა პოსტები დატოვეს

პოლონელმა მაღალჩინოსნებმა პოსტები დატოვეს

პოლონეთში მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს ტოვებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა პოლონეთის სეიმის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ .

მისი განმარტებით, თანამდებობიდან იმის გამო გადადგა, რომ ზრუნავს მმართველი პარტიის - სამოქალაქო პლატფორმის ინტერესებზე.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე, ქვეყნის პრემიერმინისტრმა ევა კოპაჩმა სამი მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააკმაყოფილა. კონკრეტულად კი, თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის, სპორტისა და სახელმწიფო ხაზინის მინისტრებმა. პოსტები დატოვა ასევე რამდენიმე მინისტრის მოადგილეებმა.

მინისტრების თანამდებობიდან წასვლა უკავშირდება პოლონეთში აგორებულ ე.წ. "საკასეტო სკანდალს", როდესაც ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი მაღალჩინოსანთა საუბრების ფარული ჩანაწერები გავრცელდა.