პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა. პარლამენტში კვორუმის უზრუნველყოფას მმართველი უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. რეგისტრაცია რამდენჯერტმე ჩატარდა, თუმცა ეს პროცედურა 75-ზე მეტ დეპუტატს არ გაუვლია. სხდომის გახსნისთვის საჭირო კვორუმი 76 კაცია.

ამასთან, დღეს პარლამენტში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკარტების" წარმომადგენლები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს. ამ ფორმით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატა, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი, საარჩევნო საკითხებთან ერთად, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული პროცესი გააპროტესტეს.

პარლამენტის სხდომა 12 ივნისისთვის ჩაინიშნა.