ლევან მურუსიძე პროცედურებს განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება განიხილოს ოქროპირიძის საქმე ნაფიც მსაჯულთა ნაცვლად მოსამართლემ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე იმ პროცედურებს განმარტავს თუ რა შემთხვევაში შეიძლება განიხილოს გიორგი ოქროპირიძის საქმე ნაფიც მსაჯულთა ნაცვლად მოსამართლემ.
"პროცედურა არის შემდეგი - შუამდგომლობა უნდა შევიდეს სასამართლოში,
რომ არის გარკვეული პირობები, რის გამოც ნაფიცი მსაჯულები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზეწოლიდან ან აჟიოტაჟიდან გამომდინარე. ამის შემდეგ საკითხი გადადის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან და ის ღებულობს გადაწყვეტილებას ეს საკითხი ნაფიც მსაჯულებთან დარჩება თუ განიხილავს მოსამართლე", - განაცხადა მურუსიძემ.
მისივე თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის გაუქმება არის ძალიან რთული, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებას ითვალისწინებს.
"რომც იყოს ამის სურვილი, ეს ამ დროისთვის ფიზიკურად შეუძლებელი მიმაჩნია. თუმცა, ეს არ არის ჩემი განსახილველი საკითხი. შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს", - განაცხადა მურუსიძემ.