ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმე დაიხურა. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოზე გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი წარსდგა.
მისი თქმით, პროცესის დახურვა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს დაიცავს დარბაზის გავლენისგან და შესაძლო რეპლიკებისგან.
მოსამართლე ეკა არეშიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დარბაზი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპზე ნაწილობრივ დახურა. პროცესს ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე ესწრება.