„თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები გვყავს“

„თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები გვყავს“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოჭადრაკე ქალებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო ის გამარჯვება, რომელიც თქვენ მოიპოვეთ. ეს მართლაც სამაყოა. თქვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ და დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეულად ნიჭიერი ქალბატონები. ყოველთვის მიდის საუბარი, თუ რით გამოირჩევა ქართველი ერი და ერთ-ერთი სფერო, რაშიც განსაკუთრებით წარმატებულნი ვართ, ეს არის სპორტის სახეობა ჭადრაკი“, - განაცხადა პრემიერმა.