"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში იმყოფებიან, თუმცა რეგისტრაციას არ გადიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში იმყოფებიან, თუმცა რეგისტრაციას არ გადიან. მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე განმარტებები გოკა გაბაშვილმა გააკეთა.

"თქვენ ალბათ ხედავთ, რომ უმრავლესობის დისფუნქციონირების გამო, პარლამენტი პრაქტიკურად დისფუნქციურია. მეორე კენჭისყრისას კვორუმი არ არის. ჩვენ არც პირველ და არც მეორე ჯერზე რეგისტრაცია არ გავიარეთ. ამის მიზეზია ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, კერძოდ, საარჩევნო საკითხებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება.

რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა – თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა, 15 წუთის შემდეგ კი, სხდომათა დარბაზში მხოლოდ პარლამენტის 70 წევრი დაფიქსირდა.

მორიგი რეგისტრაცია ნახევარ საათში ჩატარდება.