მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო ჩაწერა აიკრძალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განცხადებით, აღნიშნული აკრძალვა შეეხება სხდომებს, რომლებიც განაჩენის გამოტანამდე გაიმართება.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრესისა და ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა არაერთი სუბიექტური განცხადება, აგრეთვე, ნაფიც მსაჯულთა შერჩევა რომ არ დადგეს საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ, ოქროპირიძის საქმეზე, როგორც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, ასევე არსებითი განხილვის პროცესის დროს აუდიოვიდეო ჩაწერა შეიზღუდება", - განაცხადა მოსამართლე ეკა არეშიძემ.