პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება

პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ იწყება

პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყება. რეგისტრაცია ორჯერ ჩატარდა – თავდაპირველად რეგისტრაცია მხოლოდ 65-მა დეპუტატმა გაიარა , 15 წუთის შემდეგ კი, სხდომათა დარბაზში მხოლოდ პარლამენტის 70 წევრი დაფიქსირდა.

მორიგი რეგისტრაცია ნახევარ საათში ჩატარდება.

პარლამენტში არც ისე იშვიათია, როცა ქვორუმის პრობლემის გამო პლენარული სხდომა ვერ იხსნება.