გიგა ბოკერია:   მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა უფსკრულის ზღვარზე მიგვიყვანეს

გიგა ბოკერია: მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა უფსკრულის ზღვარზე მიგვიყვანეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, იმ კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა შეიყვანეს, აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკრიზისული პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია იმ გეგმებს აღრმავებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა.

"გამოსავალი არის ნაკლები და ცოტა გადასახადები, რომ მეტი ფული დარჩეს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს. ამით შეიძლება მხოლოდ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მეორე მხრივ, ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები რეგულაციებია საჭირო და მეტი მიზნობრიობა, როდესაც გაჭირვებულებისთვის დახმარებაზეა საუბარი. დღეს ხდება გაფლანგვა ჩვენი საერთო ფულის პირველ რიგში პრემიებზე, ხელფასებზე, დანაზოგებზე და უაზრო ბიუროკრატიაზე. მეორე მხრივ, იმ ადამიანებზე, ვინც ძალიან შეძლებულები არიან და მაინც მათზე ეს ფული იხარჯება იმის მაგივრად, რომ იყოს უფრო მიზნობრივად მიმართული", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ეს არ იქნება მარტივი გზა, თუმცა ამ ნაბიჯების გადადგმა საჭიროა შექმნილი ვითარებიდან გამოსვლისთვის.

"სამწუხაროდ, მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა მიგვიყვანა უფსკრულის ზღვარზე და საჭიროა მომზადება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ჩვენ სწორედ ამას ვცდილობთ", - აღნიშნა ბოკერიამ.