ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების 57% უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების 57% უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეების ნახევარზე მეტი - 57% უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა Pew Research Center-მა კვლევა ჩაატარა.

გამოკითხულთა 41%-მა ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის შეიარაღებით უზრუნველყოფას.

ამერიკული კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს ყველაზე მეტად კანადელებმა (65%); მეორე ადგილას ამ მხრივ აშშ 62 %-ით გავიდა. პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ პოლონეთი (59%), ესპანეთი (57%) და დიდი ბრიტანეთი (57%).

რაც შეეხება უკრაინისათვის იარაღის მიწოდებას, ამ ინიციატივას ყველაზე მეტად მხარი პოლონელებმა (59%) დაუჭირეს, შემდეგ კი ამერიკელებმა (46%) და კანადელებმა (44%).

ყველაზე ნაკლებად აღნიშნულ ინიციატივას იტალიელები (22%) და გერმანელები (19%) უჭერენ მხარს.

გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ დონბასის კონფლიქტის წარმოშობაში მთავარი დამნაშავე რუსეთია.