საქართველოს მთავრობამ იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლით დარჩენა შეუძლიათ.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ცხოვრება მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, არაბთა გაერთიანებული საემიროების, არგენტინის, ახალი ზელანდიის, ბელარუსის, ბელგიის, ბრაზილიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, ისრაელის, მოლდოვის, რუსეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ჩეხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე შეუძლიათ. მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება ასევე აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს მფლობელ უცხოელებს.