ფიფას პრეზიდენტის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება

ფიფას პრეზიდენტის არჩევნები დეკემბერში ჩატარდება

როგორც „ბი ბი სი“ იუწყება, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება.

არჩევნების საბოლოო თარიღი iვლისში გახდება ცნობილი. ცნობილია, რომ არჩევნები კვლავ შვეიცარიაში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთედ არჩევიდან 4 დღეში იოზეფ ბლატერმა თანამდებობა დატოვა. მანამდე კი შვეიცარიის პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით  „ფიფას“ 7 მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ასევე, „ფიფამ“ ნებისმიერ საფეხბურთო საქმიანობას 11 ადამიანი ჩამოაშორა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ს საგადასახადო უწყება გამოძიებას აწარმოებს. ფორმალურად გამოძიება ბლატერს არაფერს ედავება, მაგრამ გამოძიება გრძელდება. ბლატერი არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს, მაგრამ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.