„უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა ძალიან მნიშვნელვანი რეფორმაა“

„უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა ძალიან მნიშვნელვანი რეფორმაა“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამარ კორძაიას განცხადებით, უშიშროების სამსახურის გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა.

დეპუტატის თქმით, მთავრობა ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს, რაც აღნიშლულ საკითხზე პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა წარადგინა.

„უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა ეს არის ძალიან მნიშვნელვანი რეფორმა. ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში კომიტეტში სერიოზულად ვიმუშავეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ წარმოადგინა ეს ინიციატივა. ისინი პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ, რაც კი იურიდიულმა კომიტეტმა წარადგინა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთი საკითხი რჩება ღიად, რომელიც უსაფრთხოების ოფიცრების დანიშვნის თემას ეხება და რაზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მსჯლეობა. თუმცა ამაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოამადგენელი დაგვპირდა, რომ ამ თემას ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.