დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ინიციატივას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ინიციატივას მხარი დაუჭირა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას. "ბიბისის" ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას 544-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი , 53 კი წინააღმდეგ გამოვიდა. შესაბამის კანონპროექტს ახლა პარლამენტის წევრთა კომიტეტმა უნდა გადახედოს.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს ეკუთვნის. მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ 2017 წლის ბოლომდე საყოველთაო გამოკითხვას ჩაატარებს.

როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებს, რეფერენდუმი საჭიროა, რათა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნის ლეგიტიმურობა გადაიხედოს.

დიდი ბრიტანეთი ევროპულ გაერთიანებას 1973 წელს შეუერთდა. კავშირიდან გასვლის შესახებ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწია.