იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დღეს რამდენიმე საკითხს განიხილავს. მათ შორის არის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაში შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით.
სხდომას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.