ჩვენი დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მოგების გადასახადთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
"მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერ მზად არ ვართ, რომ წარვადგინოთ კანონპროექტი, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბიზნესმენები ხელისუფლებისგან მოგების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ე.წ. ესტონურ მოდელზე განიხილავს და ზუსტი საგზაო რუკა სექტემბრისთვის იქნება წარმოდგენილი.