საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მას და ვანო მერაბიშვილს სახლის ჩუქებას დაჰპირდა.
როგორც ადეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამაზე განცხადებაც იყო გაკეთებული. მისივე თქმით, ის ასეთ შეთავაზებაზე არავისთან წასულა, რადგან ეს კორუფციაა.
"ნამდვილად არ მაქვს სახლი და მით უმეტეს არავის ნაჩუქარი, რადგან მინისტრისთვის, თუ ვინმე ჩუქნის სახლს, ეს არის მინისტრის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის კლასიკური კორუფცია და ასეთ გარიგებაზე მე არავისთან არ წავედი", - აღნიშნა ადეიშვილმა.