მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის მოსახლეობას სასწაულებს ჰპირდება

მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის მოსახლეობას სასწაულებს ჰპირდება

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოლქის მოსახლეობა „თავად გააკეთებს საოცრებებს“

ახლადდანიშნულმა გუბერნატორმა რეგიონში არსებული სიტუაცია გააკრიტიკა, მაგრამ პირობა დადო, რომ „საოცრებები მოხდება“.

„მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ხედავთ როგორი მინდვრებია, როგორი პოტენციალი. როგორ შეიძლება ის მიწები არ გამოიყენო, რომელსაც შეუძლია ქვეყანა დააპუროს? და ეს ყველაფერი ასე იმიტომ ხდება, რომ არსად არ არის კარგი გზა. არ არსებობს გზა, ფული მოიპარეს. ჩვენ აქ მომუშავე ადამიანებს ბიუროკრატიული მექანიზმებისგან გავათავისუფლებთ და ისინი თავად მოახდენენ სასწაულებს“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის, უსაფრთხოების დამყარების და ინვესტორების მოზიდვის მიზნით, ოლქში დიდ საკადრო წმენდას აპირებს.