ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო საკანონმდებლო პროცედურის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს მთავრობას და პარლამენტს 22 რეკომენდაციით მიმართავს.
რეკომენდაციების შესახებ საუბარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოში არსებული საკანონმდებლო პროცესია შეფასებული.
"კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეფასება იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს: ა. მთავრობაში კანონშემოქმედებით პროცესთან დაკავშირებით, სამინისტროთაშორისო კოორდინაციის მექანიზმები მათი ზოგადი დაგეგმარების კუთხით უნდა გაუმჯობესდეს სამინისტროების მოქნილობის დაბალანსების გზით და უნდა მოხდეს საკანონმდებლო დაგეგმვის თანამიმდევრულობის უზრუნველყოფა მთავრობის შიგნით.
ბ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლოა გაუჩნდეთ სურვილი განავითარონ სამთავრობოთაშორისი პოლიტიკის შემუშავების სტრატეგია, სტრატეგიული დაგეგმვის ხელშეწყობით. ასეთ სტრატეგიას თან უნდა ახლდეს ამ პროცესში ჩართული კადრების შესაბამისი მომზადება.
გ. საქართველოს მთავრობას შეუძლია განიხილოს სისტემატური პროცედურის არსებობა, რომლის მეშვეობით სამინისტროები გამოაქვეყნებენ პოლიტიკის სტრატეგიას სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოდ, სამინისტროების მიერ ამ პოლიტიკის საბოლოო სახით ჩამოაყალიბებამდე.
დ. საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას ვუწევთ გამოიკვლიოს პროცედურული საშუალებები, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება სამინისტროებს შორის პოლიტიკის შემუშავების ეტპების უფრო მკაფიოდ გაიმიჯვნა, რაც უნდა დაიწყოს პოლიტიკის საკითხების განხილვის ეტაპიდან და დასრულდეს საკანონმდებლო პროექტით და ამ პოლიტიკის განხორციელებით; აგრეთვე, მთავრობას შეუძლია მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ინფორმაციის მიწოდებისა და კოორდინაციის წესები პოლიტიკის შემუშავებაში, როგორც სამინსტროთაშორისო, ისე სამთავრობო დონეზე.
ე. უნდა ჩამოყალიბდეს სახელმძღვანელო პრინციპები ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის, რაც გამყარებული იქნება გამოკვლეული მონაცემებითა და აპრობირებული სტრატეგიებით იმ გაიდლაინების შესაბამისად, რომლებიც შეიცავენ რეგულაციის ზემოქმედების შეფასების ჩატარების პრინციპებს; უფრო დეტალური ინსტრუქციები, გაიდლაინებზე დაყრდნობით დაეხმარება პოლიტიკის
შემმუშავებელ პირს პრაქტიკული ნაბიჯების თანმიმდევრულად გადადგმაში.
ვ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს პროექტის წერის მეთოდოლოგიის შექმნა, სტანდარტიზებული პროცედურა და მკაფიო, კარგად აგებული დოკუმენტების შედგენის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც უნდა იქცეს სავალდებულოდ ყველასთვის, ვინც ამ პროცესში იქნება ჩართული. მთავრობასა და პარლამენტს ვურჩევთ მჭიდროდ ითანამშრომლონ ასეთი გაიდლაინების შემუშავებისას მათი განხორციელების ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უნდა ჩატარდეს პროფესიული მომზადება ამ გაიდლაინების გამოყენების საკითხებში.
ზ. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ კანონპროექტების შედგენის მეთოდოლოგიასთან და დოკუმენტების შედგენის სტანდარტულ პროცედურებთან მათი შემუშავების შემდეგ, ყველა სამართლებრივი ნორმატიული აქტის ერთგვაროვნების და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად.
თ. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა განიხილონ სამრთლებრივი დოკუმენტების შემდგენელთათვის მოსამზადებელი პროგრამების შეთავაზება, რათა მათ შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები პროფესიული დონის ასამაღლებლად. მომსამზადებელი პროგრამები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ დოკუმენტის შედგენის ტექნიკური ასპექტებით: მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის შემდგენები
გაეცნონ სამართალშემოქმედებითი პროცესის ყველა ეტაპს და გარკვეულ ასპექტებს, როგორიც არის კომპლექსური გენდერული მიდგომა ან ადამიანის უფლებების საკითხები და გაითვალისწინონ ისინი.
ი. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს სამთავრობოთაშორისი კონსენსუსის საკითხი და აიღოს ვალდებულება პოლიტიკისა და კანონშემოქმედების შემუშავების საკითხებში კონსულტაციების ჩატარების მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე, რათა დაინტერესებულ მხარეებს შეუქმნას კანონშემოქმედებით პროცედურებში ჩართვის რეალური შესაძლებლობა, რაც დაეფუძნება მკაფიო და ლაკონურ პრაქტიკულ მითითებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაინტერესებული ორგანიზაციების ფართო სპექტრის საკონსულტაციო პროცედურებზე ხლმისაწვდომობას.
კ. საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კომიტეტის სხდომების დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნების შესახებ არსებული წესების სათანადოდ განხორციელება პარლამენტში კონსულტაციების სათანადო დონეზე ჩასატარებლად; პარლამენტის ყველა კომიტეტის დღის წესრიგი და ოქმები უნდა განთავსდეს ვებგბერდზე სულ ცოტა ორი-სამი დღით ადრე, რათა ყველა მსურველს მიეცეს მონაწილეობის მიღების თანაბარი შესაძლებლობა, მაშინაც კი როდესაც არ იმყოფებიან ქუთაისში.
ლ. მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადახედონ მათ რეგლამენტებს და შეიტანონ მათში წესები კანონპროექტების განახლებული ვერსიების თავიანთ ვებგვერდებზე განთავსების შესახებ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან საკანონმდებლო პროცესს. ეს შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერსებულ მხარეს დროულად ადვენოს თვალყური კანონპროექტის მიმდინარეობას. ყურადღება უნდა მიექცეს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, რომელიც აფიქსირებს ტექსტში ცვლილებებს, და აჩვენებს როგორც თავდაპირველ, ისე შესწორებულ ტექსტს;
მ. რეკომენდირებულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პარლამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდეთ სათანადო მომზადება რეგულირების ზემოქმედების შეფასების მომზადების მეთოდოლოგიის გამოყენების შესახებ, მათი პრაქტიკაში სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად: კომპეტენციის ამაღლებას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება და იგი არის წარმატების წინაპირობა;
ნ. რეკომენდირებულია შემუშავდეს რეგულაციის ზემოქმედების შეფასების ერთინი საკანონმდებლო ჩარჩო. არსებული პრაქტიკა უნდა შეიცვალოს შეფასებისა და გაკონტროლების სრულყოფილი ახალი მეთოდოლოგიით რათა ხელი შეეწყოს კანონპროექტების ერთიანი მეთოდით შეფასებას მთავრობასა და პარლამენტში. ასეთი მეთოდოლოგია უნდა განხორცილედეს ეტაპობრივად, რასაც შედეგად მოყვება
სამართალშემოქმედებითი პროცესის კოორიდნაციის გაუმჯობესება და შესაბამისად შეიქმნება მეტ დრო და შესაძლებლობა რეგულაციის ზემოქმედების შეფასების სრუყოფილად ჩასატარებლად.
ო. საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა უნდა უზრუნველყონ კანონშემოქმედებითი პროცესის ეფექტურობისა და კანონების ქმედითუნრიანობის დაბალანსება და გადახედონ კანონპროექტებში შესწორებების შეტანის, მიმოხილვის, შენიშვნების და წინადადებების მიწოდების არსებულ ვადებს შესაბამის რეგლამენტებში; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს "სასწრაფოდ მისაღები
კანონების" განხილვისა და მიღების დაჩქარებულ პროცედურას: მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადახედონ მათ რეგლამენტებს უფრო მკაფიო კრიტერიუმების დასადგენად, რათა განისაზღვროს თუ როდის ითვლება კანონპროექტი "სასწრაფოდ" და მოითხოვონ დაჩქარებული პროცედურის გამოყენების დასაბუთება.
პ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა განიხილონ მუხლობრივი განხილვის, შესწორებებისა და კენჭის ყრის შესაძლებლობა საპარლამენტო სხდომებზე, რაც შესაძლებელს გახდის წინადადებების წამოყენებას კანონპროექტში კონკრეტული მუხლების და/ან უფრო ვრცელი ნაწილების შესწორების შესახებ. ცვლილებების შეტანის ახალი პროცედურის დეტალური პროცესი უნდა იქნას შეთანხმებული პარლამენტში და შესაბამისად უნდა შეიცვალოს რეგლამენტი.
ჟ. პარლამენტმა უნდა განიხილოს ისეთი პროცედურების დანერგვა, რომელიც
საშუალებას მისცემს კომიტეტებს მიიღონ კანონპროექტების წერილობითი ან ზეპირი მტკიცებულებები, რათა გაიოლდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების უფრო ორგანიზებულად ჩატარება.
რ. რეკომენდირებულია გადაიხედოს პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებული პრცედურა: კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილება ან მოტივირებულ არგუმენტებს უნდა შეიცავდეს მთლიან კანონპროექტთან დაკავშირებით, ან როდესაც ვეტოს თან ახლავს შეთავაზება შესწორების შეტანის თაობაზე, ეს უკანასკნელი უნდა
ჩაიწეროს პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში და შემდგომ მოხდეს მისი განხილვა.
ს. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ელექტრონული მთავრობის სისტემის მოდიფიცირება და დაუმატოს მას ფუნქციები ისეთი ხარვეზების გამოსასწორებლად, როგორიცაა სუსტი კოორდინაცია, დადგენილი საკანონმდებლო გეგმებიდან გადახვევა და მათგან დამოუკიდებლად კანონპროექტების ინიცირება, გაწერილ პროცედურებთან შესაბამისად. ამასთან, სისტემა უნდა ითვალისწინებდეს სამინისტროთაშორისო კოორდინაციის მომავალ მექანიზმს;
ტ. მაცნეს სისტემა გამოიყენება ძალაში შესული კანონების და კანონპროექტების გამოსაქვეყნებლად. საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს მისი შემდგომი გაუმჯობესება ერთდროული მონაცემებისა და ინფორმაციის ნაკადის კოორდინაციის კუთხით. საჭიროა მიღებულ სამართლებრივ აქტებსა და მათ ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული ხარვეზების ამოვსება, რაც შექმნის მათი შედარების შესაძლებლობას. იდეალურ შემთხვევაში, ყველა კანონქვემდებარე აქტს თავი უნდა
მოეყაროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ძალზე მნიშვნელოვანია სისტემის თავისუფალი წვდომა ყველასათვის, რასაც შესაბამისი ყურადღება უნდა მიექცეს.
უ. რეკომენდირებულია შეიქმნას მაცნეს ბექოფისი (მონაცემთა ოპერატიული დამუშავების განყოფილება), სადაც გაანალიზდება და შეფასდება გამოქვეყნებული კანონპროექტისა და ძალაში შესული კანონების შესახებ შემოსული შენიშვნები და უზრუნველყოფილი იქნას კომპეტენტური სარედაქციო შემადგენლობის არსებობა. საქართველოს მთავრობამ უნდა წაახალისოს ყველა სამინისტრო და სხვა სამთავრობო ორგანიზაციები, რომ მათ ატვირთონ კანონპროექტები მაცნეს ვებგვერდზე სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის მიზნით. საქართველოს მთავრობამ შემდგომში უნდა გაითვალისწინოს სტანდარტებისა და საჭიროებისამებრ,
დოკუმენტების წყაროების სხვა ენებზე თარგმნის პროცედურის დანერგვა, რაც შემდგომში ჩაითვლება "ოფიციალურ" თარგმანად.
ფ. პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავება მონაცემთა ბაზის საძიებო სისტემისა და დოკუმენტის გადახედვის ოფციებით. ელექტრონული სისტემა უნდა მოემსახუროს საკანონმდებლო პროცედურებში დაინტერესებულ ყველა პირს, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციებს, კომიტეტებს, პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატს, პერსონალს, ისევე როგორც სამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფართო საზოგადოებას.
ქ. რეკომენდირებულია, საკანონმდებლო პროცედურებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების აქტიურად ჩატარება ზემოთ აღნიშნული ელექტრონული სისტემის საერთო მოთხოვნების შემუშავების მთელი პროცესის განმავლობაში", - ნათქვამია ანგარიშში.