"დოიჩე ბანკის" შენობაში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს

გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში "დოიჩე ბანკის" შენობაში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. გერმანული მედიის ცნობით, ჯერ უცნობია ჩხრეკის მიზეზი. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას. ჩხრეკასთან დაკავშირებით "დოიჩე ბანკის" წარმომადგენლები ჯერ არ აკეთებენ კომენტარს.

როგორც "როიტერს" წყარომ განუცხადა, ჩხრეკა დაკავშირებულია გერმანულ კერძო ბანკ Sal. Oppenheim, რომელიც "დოიჩე ბანკმა" 2010 წელს იყიდა.