2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%–ით შემცირდა

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34%–ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე.

რაც შეეხება განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, მათ შორის პირველია აზერბაიჯანი 59 მილიონი დოლარით, მეორეა თურქეთი 27მილიონით, მესამე კი რუსეთი 23 მილიონი აშშ დოლარით.

უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის I კვარტალში 97 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 24 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთო მოპოვებითი მრეწველობა 18 მლნ. აშშ დოლარით. საბანკო სექტორში, 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და - 18 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.