გელათის სამონასტრო კომპლექსთან საპროტესტო აქცია იმართება. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დაწყებულ სამუშაოებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს ზესტაფონიდან ჩასული მორწმუნეებიც შეუერთნენ. მათი განცხადებით, ტურისტული სამუშაოების მიმდინარეობა სიწმინდეების ხელყოფასა და ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსოვნას შეურაცხყოფს. მრევლი აცხადებს, რომ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა უცხოელების მომრავლებას შეუწყობს ხელს, რაც მათთვის მიუღებელია.
აქციის მონაწილეები კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრს კაბინეტის აჭედვით ემუქრებიან.