ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის, პორტის და Power China კონსორციუმის“ განაცხადები სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო.

სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა.

მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.