ბელგიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ჩეჩნები დააკავეს

ბელგიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ჩეჩნები დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავა, მათ შორის უმრავლესობა ჩეჩენია. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სირიაში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და ბელგიის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის მზადება. გამომძიებლების ცნობით, დაკავებულების ნაწილი სირიაში "ალ-ქაიდას" მებრძოლებთან კავშირში, ხოლო ნაწილი ჩეჩნეთში დაჯგუფება "კავკასიის ემირატთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

გავრცელებული ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ დაკავებულები სირიაში, ავღანეთსა და ჩეჩნეთში ჯიჰადისტების საწვრთნელ ცენტრში იმყოფებოდნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თებერვალში მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიციამ შენიშნა, რომ ერთ-ერთი მებრძოლი ბელგიაში მძიმე ჭრილობებით დაბრუნდა. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგია სირიასა და ერაყში წასული ჯიჰადისტების რიცხვის მიხედვით მოწინავე ადგილს იკავებს.