თინა ხიდაშელი - ვიმედოვნებ, რომ ვარშავის სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი

თინა ხიდაშელი - ვიმედოვნებ, რომ ვარშავის სამიტი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი

თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მიმდინარეობს. 

კონფერენციაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მონაწილეობენ. კონფერენციიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, რომელმაც საქართველოსთვის ნატო-ს მომავალი ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ეს არის იმედისა და მოლოდინის სამიტი და მჯერა, რომ ეს დიდი მოლოდინები ვარშავის სამიტის შედეგებში აისახება. ვიმედოვნებ, რომ ვარშავის სამიტი იქნება წინგადადაგმული ნაბიჯი", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მინისტრმა ისაუბრა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ქართველო ჯარისკაცების ბრძოლა ნატო-ს სამხედროების გვერდით საქართველოს ერთგულებისა და პარტნიორობის ყველაზე დიდი დადასტურებაა.

კონფერენციის მონაწილეებმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს ვიდეომიმართვა მოისმინეს. ვერშბოუმ რუსულ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთმა სუვერენული ქვეყნის ტერიტორა - ყირიმი ძალისმიერი გზით მიიტაცა, რაც პირველად მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ვერშბოუ იმედოვნებს, რომ რუსეთი დაუბრუნდება ევროპასთან კონსტრუქციულ დიალოგს, თუმცა არ ფიქრობს, რომ ეს მალე მოხდება. 

კონფერენციაში 60-ზე მეტი მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ისინი ტრანსფორმაციის საკითხებსა და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევებს განიხილავენ.