უკრაინამ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების დენონსაცია განახორციელა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონებს "უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს შორის უკრაინის ტერიტორიის გავლით დროებით მოლდოვას რესპუბლიკაში მყოფი რუსეთის სამხედრო ფორმირებების ტრანზიტის შეთანხმების დენონსაციისა" და "უკრაინისა და რუსეთის მთავრობებს შორის სახელმწიფოთაშორის სამხედრო გადაზიდვების ორგანიზების შეთანხმების დენონსაციის შესახებ".
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტებს ხელი სოჭში 1995 წლის 25 ნოემბერს მოეწერა.