პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით შემცირდება

პარლამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარით შემცირდება

პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტს 6 მილიონი ლარით იმცირებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ხაზინადართა საბჭომ მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, შრომის ანაზღაურების ფონდიდან შესაძლებელია 1.5 მილიონი ლარის დაზოგვა. მისივე თქმით, პარლამენტის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი იყო გარკვეული ხარჯები "იბიარდის" ყოველწლიური ღონისძიებისათვის, რაც საბოლოოდ ფინანსთა სამინისტრომ გაიღო. გარდა ამისა, ფინანსები გათვალისწინებული იყო პარლამენტის შენობის ფასადის რემონტისათვის, რაც არ განხორციელდება.

შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განმარტებით, გამოთავისუფლდება დაახლოებით 6 მილიონი ლარი და ამის თაობაზე მთავრობას ეცნობება.