ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა

ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა

მოსკოვში 66 წლის ასაკში ექსტრასენსი, ასტროლოგი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მსახიობ სტანისლავ სადალსკის ცნობით, ჯუნა დავითაშვილი ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.

"მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად ჩავიდა. მოულოდნელად ცუდად გახდა და უგონოდ დაეცა", - აღნიშნა რუსმა მსახიობმა.

ჯუნა დავითაშვილი, იგივე ევგენია იუვაშევა, ყუბანელი კაზაკისა და ირანელი ემიგრანტის შვილი იყო. მისი მეუღლე - ვიქტორ დავითაშვილი თავის დროზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რეფერანტი იყო. ჯუნა დავითაშვილმა თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 2009 წელს ჯუნა დავითაშვილს რუსეთში ათასწლეულის ადამიანის წოდება მიანიჭეს.