უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყირიმში შემსველ-გამსვლელთა კონტროლი გაამკაცრა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყირიმში შემსველ-გამსვლელთა კონტროლი გაამკაცრა

უკრაინის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც დროებით, ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტურისტებისა და უკრაინის მოქალაქეების შესვლა-გამოსვლას მკაცრად გააკონტროლებს.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნული წესრიგი დაარეგულირებს უკრაინელების, ტურისტებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გადაადგილებას და თავისუფალი ეკონომიკური ზონა „ყირიმის“ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას.

კერძოდ, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას, საკონტროლო პუნქტები გააკონტროლებენ. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იძულებული იქნებიან სპეციალური ნებართვა წარმოადგინონ, რომელიც სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის მიერ იქნება გაცემული. რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ წარადგინონ ვინაობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

მთავრობამ ის საკონტროლო პუნქტებიც განსაზღვრა, რომელთა მეშვეობითაც, საავტომობილო და სარკინიგზო გადაადგილება განხორციელდება.