საწვავი კიდევ ერთხელ, 3-7 თეთრით გაძვირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველა კატეგორიის საწვავზე ფასებმა ჯამში მინიმუმ 25-30 თეთრით მოიმატა.
დღეის მონაცემებით, „ვისოლის" ქსელში ეკო სუპერის ფასი 2.19 ლარია, ეკოპრემიუმის 2.14, ეკო ევრორეგულარი 2.01 ლარი ღირს, ევრორეგულარი 1.98, ეკოდიზელი 2.10, დიზელ ენერჯის ღირებულება კი 1.95 ლარია.
კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან" განმარტავს, რომ საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მისი საერთაშორისო ფასია, თუმცა მასზე ლარის კურსიც ნეგატიურად მოქმედებს. შეკითხვაზე, კიდევ უნდა ველოდოთ თუ არა საწვავის ფასის ზრდას, ხორავა აცხადებს, რომ ეს ბაზრის ტრენდზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ეტაპზე დიდი ცვლილება არ იქნება და შესაძლოა ის ისვე 5 თეთრით გაძვირდეს.
ევროსუპერის ფასი „ლუკოილის" ქსელშიც 2.19 ლარია, პრემიუმ ავანგარდის - 2.09, ევრო რეგულარის - 1.93, ევრო დიზელის კი 2.07 ლარია.
რაც შეეხება „გალფის" ბენზინგასამართ სადგურებს, იქ მომხმარებელი G-Force პრემიუმის შეძენას 2.15 ლარად შეძლებს, G-Force-ს ევრო რეგულარი 2.09 ლარი ღირს, რეგულარი - 1.99, ევრო დიზელი - 2.12, დიზელი კი 1.96 ლარი ღირს.
„სოკარის" ქსელში სუპერის ფასი 2.14 ლარია, პრემიუმის 2.04, ევრო რეგულარის 1.93, რეგულარის 1.93, ევრო დიზელის 2.07, ხოლო დიზელის ღირებულება 1.89 ლარია.
„რომპეტროლის" ქსელში კი სუპერი 2.24 ლარი ღირს, ევრო პრემიუმი 2.14, ევრო რეგულარი 1.93, efic ევრო დიზელის ღირებულება 2.14 ლარია, ევრო დიზელი კი ქსელში 1.94 ლარი ღირს.
ბოლოს საწვავი მიმდინარე წლის 28 მაისს 5 თეთრით გაძვირდა.