წმინდა მამა გაბრიელის მანტია მოსალოცად რუსეთში ჩაიტანეს

წმინდა მამა გაბრიელის მანტია მოსალოცად რუსეთში ჩაიტანეს

წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძის) მანტია რუსეთში ჩაიტანეს და მასთან მიახლება და მოლოცვა მოსკოველებს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში , 11 და 12 ივნისს შეეძლებათ. ტაძარი საქართველოს მოედანზე, # 13-ში მდებარეობს. ამ ინფორმაციას რუსული ინტერნეტგამოცემა gabriel-urgebadzecom აქვეყნებს.

ვებგვერდის ინფორმაციით, სიწმინდე დივეევოში (ნიჟნი ნოვგოროდი) მოსკოვის გავლით ჩააბრძანეს. მანტიის მოლოცვა მოსკოველებს 2 და 3 ივნისსაც შეეძლოთ.

სიწმინდეს მოსალოცად დააბრძანებს საქართველოს საპატრიარქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის მონაზონი დედა სერაფიმა ჭითანავა.