გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დასავლეთ საქართველოში, დღეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
"რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, არადგრადი ამინდი ცალკეულ რაიონებში, შესაძლებელია, ძლიერი ქარის, ელჭექის ან სეტყვის სახით იყოს. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსი იქნება, მომდევნო დღეებში კი 30 გრადუსამდე მოიმატებს", - აცხადებენ სააგენტოში.