ანგელა მერკელი რუსეთის

ანგელა მერკელი რუსეთის "დიდ შვიდიანში" დაბრუნებას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს

რუსეთის "დიდი შვიდიანის" გაერთიანებაში დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია, - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას გააკეთა.

"ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ინტერვენციით რუსეთმა დაარღვია მთავარი პრინციპები. ამიტომაც როგორც დღეს ჩვენ ვხედავთ, რუსეთის დაბრუნება "დიდ შვიდიანში" შეუძლებელია" , - განაცხადა მარკელმა. მისივე თქმით, ის ვერ ხედავს თუ როდის შეიძლება მოსკოვის "დიდი შვიდიანის" მაგიდასთან დაბრუნება.

ბავარიის ალპებში "დიდი შვიდიანის" სამიტი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. რუსეთი "დიდი რვიანიდან" მას შემდეგ გარიცხეს, რაც მან ყირიმის ანექსია მოახდინა.