კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ასამდე დემონსტრანტმა კარვები გაშალა. უკრაინული მედიის ცნობით, აქტივისტები პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მთავრობისგან წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშს ითხოვენ. თუმცა, აქტივისტების ცნობით, წუხელ "ბალაკლავებში" გამოწყობილი რამდენიმე პირი მათ თავს დაესხა და კარვები დააზიანა. 

თვითმხილველების ცნობით, ადგილზე პოლიცია მალე მივიდა და კარვების ირგვლივ კორდონი გააკეთა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პოლიცია არ აპირებს დემონსტრანტების დაშლას.