"მშენებლობის მხრივ პოზიტიური დინამიკა გვაქვს"

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში "ორბი ჯგუფის" მშენებლობის საფუძველის ჩაყრისას განაცხადა, ქვეყანაში მშენებლობის მხრივ პოზიტიური დინამიკაა.

ღარიბაშვილის თქმით, "ორბი ჯგუფმა" საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"კომპანიას განხორციელებული აქვს 450 მლნ ლარის ინვესტიცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. ასე, რომ ვულოცავ და კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის სახელით დიდი მხარდაჭერა დავუდასტურო, ამ კომპანიას, მის მფლობელს, მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობნას ეწევიან. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში, საქართველოში მშენებლობა ძალიან კარგი ტემპით ვითარდება. გასულ წელს ჩვენ გვქონა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე მათგანი უკვე გახსნილია, რამედენიმე კიდევ გაიხსნება, რაც ნიშანია იმისა, რომ პროცესი კარგად მიმდინარეობს და პოზიტიური დინამიკა გვაქვს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილმა "ორბი ჯგუფის" პროექტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ბათუმში კაჩინსკების სახელობის ქუჩაზე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2016 წელს დასრულდება.