"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მმართველი გუნდი შიდაპარტიულ ორგანიზაციულ თემებზე მსჯელობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, საუბარი მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება.

"მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციების საკითხებთან დაკავშირებით, მინდა ჩემს კოლეგებთან გარკვეული კონსულტაციების გავლა. აქ არიან მცხეთა-მთიანეთის დეპუტატები. როგორ მუშაობს პარტიული ორგანიზაცია, შემდგომი პერსპექტივები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გაძლიერდეს. წინაასაარჩევნო მზადებები უნდა დაიწყოს მალე და აქედან გამომდინარე, საინტერესო თემაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.