2016 წლისთვის საქართველო ვიზალიბერალიზაციის სრული პაკეტის მიღებას შეძლებს

2016 წლისთვის საქართველო ვიზალიბერალიზაციის სრული პაკეტის მიღებას შეძლებს

2016 წლისთვის საქართველო ვიზალიბერალიზაციის სრული პაკეტის მიღებას შეძლებს, – ასეთ შეფასებას პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე აკეთებს.

კობახიძის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ყველა ის ტექნიკური სამუშაო იქნება დასრულებული, რომელიც ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის მიღებასთან არის კავშირში.

"2016 წლიდან საქართველო შეძლებს მიიღოს ვიზალიბერალიზაციის სრული პაკეტი. რაც იმ პროგრესის ასახვა იქნება, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან არის დაკავშირებული. ჩვენს მიმართ გაკეთდა შეფასება, რომ საქართველომ 6 თვის განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებების, რეფორმების თუ სხვა მოთხოვნების კუთხით, რასაც პარტნიორობის ფორმატი ითვალისწინებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.