მარტინ შულცი პრემიერ-მინისტრს, საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენას დაპირდა

მარტინ შულცი პრემიერ-მინისტრს, საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენას დაპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდა.

პრემიერთან შეხვედრაზე შულცმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მზად არის, საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანას, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

პრემიერი ვიზის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ტექნიკური პროცედურები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ევროპეიზაციის გენერალურ გეგმას წარმოადგენს, რომლის ეფექტურ განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა საქართველოს როლს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის და რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში.